top of page

ბორდის წევრი

გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

რეფორმებისა და კვლევის გამგეობის წევრი, კონსტიტუციონალისტი

 

გიორგი სიორიძე დაიბადა 1987 წლის 15 ნოემბერს, თბილისში. იურიდიული განათლების სრული აკადემიური კურსი მან გერმანიაში, ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტში 2006-2014 წლებში გაიარა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2014 წელს, ჩრილორაინ-ვესტფალიის უმაღლესი სასამართლოს (. კიოლნი) იუსტიციის საგამოცდო უწყებაში ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა და გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლიცენზირებული იურისტი. 2016 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2015-2016 წლებში მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში „Solmecke Rechtsanwälte“ იურისტად. 2016-2020 წლებში მუშაობდა სსსაპარტნიორო ფონდში“: იყო ჯერ ფონდის შვილობილი კომპანიის სსბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისიურიდიული სამსახურის უფროსი, შემდეგ დირექტორი. 2015 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2017-2018 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2017 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი თსუ სამართლის ფაკულტეტზე. 2018 წლიდან არის გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. 2019 წლიდან არის სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტი. 2020 წლიდან არის კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის (LLM zu Köln) მოწვეული ლექტორი.

2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. 2015 წლიდან არის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

გიორგი სიორიძე არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისლელო საქართველოსთვისერთ-ერთი დამფუძნებელი. 2019-2021 წლებში იყო პარტიის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიდა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. 2021 წლის მაისში იყო საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის წევრი.

2021 წლის მაისში გახდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. 2021 წლის 3 აგვისტოდან იკავებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

bottom of page