აღმასრულებელი დირექტორი

თენგიზ თევზაძე
მე თენგიზ თევზაძე - დავიბადე 1989 წლის 21 ივლისს ქალაქ ბათუმში. 2010 წელს დავამთავრე ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს ქართულ - ამერიკულ უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი მომენიჭა (საჯარო სამართლის მიმართულებით). 2021 წლიდან დღემდე ვარ სუხლან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ხოლო 2022 წელს ავიღე KAAD-ის სტიპენდია და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი.
2015 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო, პედაგოგიურ და აკადემიურ საქმიანობაში. 2014 წლიდან - 2019 წლამდე აკადემიურ საქმიანობას ვეწეოდი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, 2016 წლიდან - 2018 წლამდე ვიყავი მოწვეული ლექტორი საქართველოს პოლიციის აკადემიაში. 2017 წლიდან - 2018 წლამდე მოწვეული ლექტორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. 2019 წლიდან - დღემდე ვარ მოწვეული ლექტორი სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტში და 2021 წლის სექტემბრიდან დღემდე მოწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2017 წელს გახლდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვების კომისიის წევრი. („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“)
ასევე, ვარ საარჩევნო სამართლის, მუნიციპალური სამართლის და სახელმწიფო შესყიდვების კურსის ტრენერი (საარჩევნო სამართალში და სახელმწიფო შესყიდვებში სერთიფიცირებული). გამოქვეყნებული მაქვს 20-მდე კვლევა, სამეცნიერო ნაშრომი და წიგნი (საკონსტიტუციო სამართალიში, ადამიანის უფლებებში, საარჩევნო სამართალში და მუნიციპალური სამართალის მიმართულებით, მათ შორის თანაავტორობით).
2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ვმუშაობდი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ხოლო 2014 წლიდან 2018 წლამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და მერიაში.
2018 წლიდან დღემდე ვარ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მოწვეული ექსპერტი და ტრენერი. 2013 წლიდან დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული მკლევარი.
2020-ის წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის დეკემბრამდე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’-ის აღმასრულებელი დირექტორი. ხოლო 2022 წლის თებერვლიდან დღემდე „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის’’ აღმასრულებელი დირექტორი.